ციფრული ხსოვნის მემორიალის შექმნა სამარადისო ხსოვნისათვის » QRMemos.Com
   qrmemos.com - მთავარ გვერდზე დაბრუნება   
                   
 
                 
 მოიწონეთ ჩვენი ფეისბუკ გვერდი  YouTube Channel  გვეწვიეთ ინსტაგრამზე  გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
 

გაფართოებული ძიება პორტალზე

ამოირჩიეთ ძიების ენა
     
 
  მთავარი გვერდი | პროექტის შესახებ | ციფრული სერვისები | მომსახურების წესები და პირობები | ხშირად დასმული კითხვები | კონტაქტი  
 

 გადმოიწერეთ უსაფრთხო QR კოდების სკანირების აპლიკაცია თქვენს მობილურზე
 

გადმოიწერეთ უსაფრთხო QR კოდების სკანირების აპლიკაცია თქვენს მობილურზე


 ყველა QR სერვისი ერთ გვერდზე
  ყველა QR სერვისი ერთ გვერდზე
 

 

ძიება თეგების მიხედვით

       

პორტალის მობილურ ვერსიაზე გადასვლა

       
       
 

 
 

ციფრული ხსოვნის მემორიალის შექმნა სამარადისო ხსოვნისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია

 

   
 

QR Memos-ი თქვენ საშუალებას გაძლევთ, შეუქმნათ თქვენს წასულ ახლობლებსა და მეგობრებს, სამუდამო ხსოვნის ციფრული მემორიალი!...


გააცოცხლეთ თქვენი წასული ახლობლების, მეგობრების და კოლეგების ისტორიები და მოგონებები, მიეცით მათ ახალი ციფრული სიცოცხლე და უკვდავყავით მათი სამარადისო ხსოვნა ქსელში, შეუზღუდავი დროით! ...


... წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია! ვთქვათ როდესაც თქვენი ახლობლები, მეზობლები, თანამშრომლები ან სულაც ძველი ნაცნობები, რომლებიც გაივლიან თქვენი ახლობლის საფლავთან და მოუნდებათ რომ გაიხსენონ ის ძველი კარგი დრო და წასული პიროვნება, ისინი თავისი მობილურის საშუალებით დაასკანერებენ რა საფლავზე განთავსებულ სპეციალურ QR კოდს, მათ თვალწინ უმალ გამოჩნდება სრული და თქვენს მიერ, წინასწარ მომზადებული და მოწოდებული ინფორმაცია წასულ პიროვნებაზე, მისი სურათებით, ვიდეო ჩანაწერებითა და სხვა საინტერესო ცხოვრებისეული მომენტებით!...


საფლავის ვიზიტორებს ასევე საშუალება ექნებათ, ინტერნეტ პორტალიდან, მობილურის მეშვეობით გამოგიგზავნონ  თქვენ პრივატული სწრაფი შეტყობინება და თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ მასზე პასუხის გაცემას, თქვენ მოგეცემათ ამის საშუალება!


ჩვენი ინტერნეტ პორტალი თავის მხრივ უზრუნველყოფს, ყველა მასზე განთავსებულ ინფორმაციაზე 24/7/365 უწყვეტ  ხელმისაწვდომობას, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან!


გთავაზობთ მომსახურების შემდეგ სერვის პაკეტებს:


1 პაკეტი - ოთხკუთხა 8x8 სანტიმეტრი ზომის უჟანგავი მეტალის ფირფიტაზე გამოსახული QR კოდის დამზადება ლაზერული გრავირების მეთოდით, მისი ინსტალაცია გარდაცვლილი პიროვნების საფლავზე. პლიუს ამას, ჩვენს ინტერნეტ პორტალზე, უვადოდ განთავსდება ზოგადი ინფორმაცია გარდაცვლილ პიროვნებაზე, 3 ფოტოსურათით და ტექსტური მასალით, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში მის პირად გვერდზე განთავსდება ოჯახისა და ახლობლების საკონტაქტო ინფორმაცია, ან დაფარული პრივატული წერილის მოწერის ფორმა - ერთჯერადი განთავსებისა და მონტაჟის სპეციალური ფასი: 99 ლარი


2 პაკეტი - ოთხკუთხა 8x8 სანტიმეტრი ზომის უჟანგავი მეტალის ფირფიტაზე გამოსახული QR კოდის დამზადება ლაზერული გრავირების მეთოდით, მისი ინსტალაცია გარდაცვლილი პიროვნების საფლავზე. პლიუს ამას, ჩვენს ინტერნეტ პორტალზე, უვადოდ განთავსდება ზოგადი ინფორმაცია გარდაცვლილ პიროვნებაზე, 9 ფოტოსურათითა და აუდიო ვიდეო მასალით, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში განთავსდება ოჯახისა და ახლობლების საკონტაქტო ინფორმაცია, ან დაფარული პრივატული წერილის მოწერის ფორმა - განთავსებისა და მონტაჟის სპეციალური ფასი: 199 ლარი


3 პაკეტი - უკვე არსებული საფლავის ქვასთან შესაფერისი ქვის სპეციალურ მასალაზე დაკრული მაღალი ხარისხის მეტალის ფირფიტაზე გამოსახული QR კოდის განთავსება, პლიუს ინტერნეტ პორტალზე  უვადოდ  განთავსდება ზოგადი ინფორმაცია გარდაცვლილ პიროვნებაზე, ფოტოსურათებითა და ვიდეო მასალით, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში განთავსდება ოჯახისა და ახლობლების საკონტაქტო ინფორმაცია, ან დაფარული პრივატული წერილის მოწერის ფორმა - ერთჯერადი განთავსებისა და მონტაჟის ფასი: დაწყებული 190 ლარიდან და მაქსიმუმ 500 ლარამდე, ამ პაკეტის ფასი განისაზღვრება გამოყენებული მასალის ხარისხიდან და სხვა ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე


4 პაკეტი - გარდაცვლილ პიროვნებაზე შესაბამისი და პრივატილი ინფორმაციის განთავსება მხოლოდ ინტერნეტ პორტალზე, სხვადასხვა სოციალურ მედიაში გადასაზიარებლად QR კოდის დამზადებისა მონტაჟის გარეშე - პორტალზე განთავსდება ზოგადი ინფორმაცია გარდაცვლილ პიროვნებაზე, 9 ფოტოსურათითა და ვიდეო კადრებით, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში განთავსდება ოჯახისა და ახლობლების საკონტაქტო ინფორმაცია, ან დაფარული პრივატული წერილის მოწერის ფორმა - ინტერნეტ პორტალზე განთავსების ერთჯერადი ფასი: 30 ლარი


5 პაკეტი - ასევე შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ვარიაციები, ნებისმიერი თქვენი იდეის განსახორციელებლად!

ფასი განისაზღვრება წინასწარი შეთანხმებით, ჩატარებული სამუშაოებიდან და სახარჯი მასალებიდან გამომდინარე.


შენიშვნა: პირველადი შეკვეთის ფორმის შევსებისა და ჩვენთან გამოგზავნის შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენ და შეგითანხმდებათ სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე! ასევე თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე, გამოგეგზავნებათ სურათებისა და სხვა ტექსტური მასალების ასატვირთი ფორმა, რომელსაც ჩვენ მიღებისთანავე დავამუშავებთ და განვათავსებთ სერვერზე!


დაგვიკავშირდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს, მოგვწერეთ წერილი ამ ფორმის მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 551 240862 იგივე ნომერზე Viber-ში, WhatsApp-ში და Telegram-ში


მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი ციფრული სერვისებით!


შეავსეთ სურათების ქვემოთ განთავსებული წინასწარი შეკვეთის ფორმა ამავე გვერდზე, ან მიჰყევით ამ ბმულს და ანალოგიური წინასწარი შეკვეთის ფორმა გაგეხსნებათ ცალკე ახალ ფანჯარაში




გადადით სერვისების ცენტრალურ გვერდზე



 

დაგვისვით დამატებითი შეკითხვა ამ სერვისის შესახებ



   
 
   
 
   
   
 
 
   

 
მთავარი გვერდი | პროექტის შესახებ | ციფრული სერვისები | მომსახურების წესები და პირობები | ხშირად დასმული კითხვები | კონტაქტი
 
Copyright © 2019 QRMemos.Com All rights reserved